Thumbnail
  • ყველაზე მეტი ჯილდო ტეილორ სვიფტმა და კამილა კაბეიომ მოიპოვეს
  • საღამოზე არეტა ფრანკლინს პატივი მიაგეს
  • AMA-ს ისტორიაში პირველად ჯილდო სამხრეთკორეულმა ჯგუფმა მიიღო

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2018 წლის რიგით 46-ე ამერიკული მუსიკის დაჯილდოების (AMA) ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორები სუპერვარსკვლავი ტეილორ სვიფტი და კუბური წარმოშობის მომღერალი კამილა კაბეიო გახდნენ. მათ 4-4 ჯილდო დაიმსახურეს. კატეგორიაში "ხალხის არჩევანი" კი, დაჯილდოების ისტორიაში პირველად, სამხრეთკორეულმა ბენდმა BTS გაიმარჯვა. 

► ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც AMA-ს ჯილდოს მოგება შეძლო

აღსანიშნავია, რომ საღამოზე პატივი აგვისტოში გარდაცვლილ სოულის ლეგენდას, არეტა ფრანკლინს მიაგეს. 

გთავაზობთ 2018 წლის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სიას:

საუკეთესო არტისტი

Drake
Imagine Dragons
Post Malone
Ed Sheeran
Taylor Swift 

საუკეთესო ახალბედა არტისტი

Camila Cabello 
Cardi B
Khalid
Dua Lipa
XXXTENTACION

საუკეთესო კოლაბორაცია

Camila Cabello ft. Young Thug - Havana
Post Malone ft. 21 Savage - Rockstar
Bruno Mars & Cardi B - Finesse
Bebe Rexha & Florida Georgia Line - Meant To Be
Zedd, Maren Morris & Grey - The Middle

საუკეთესო მუსიკალური ტურნე

Beyoncé & JAY-­Z
Bruno Mars
Ed Sheeran
Taylor Swift 
U2

საუკეთესო ვიდეოკლიპი

Camila Cabello ft. Young Thug - Havana
Cardi B - Bodak Yellow (Money Moves)
Drake - God’s Plan

ხალხის არჩევანი

BTS 
Cardi B
Ariana Grande
Demi Lovato
Shawn Mendes

საუკეთესო მამაკაცი არტისტი

Drake
Post Malone 
Ed Sheeran

საუკეთესო ქალი არტისტი

Camila Cabello
Cardi B
Taylor Swift 

საუკეთესო ჯგუფი ან დუეტი

Imagine Dragons
Maroon 5
Migos 

საუკეთესო ალბომი 

Drake - Scorpion
Ed Sheeran - ÷ (Divide)
Taylor Swift - Reputation 

საუკეთესო სიმღერა

Camila Cabello ft. Young Thug - Havana
Drake - God’s Plan
Ed Sheeran - Perfect

საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი

Cardi B 
Drake
Post Malone

საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი 

Drake - Scorpion
Lil Uzi Vert - Luv Is Rage 2
Post Malone - beerbongs & bentleys 

საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიცია

Cardi B - Bodak Yellow (Money Moves)
Drake - God’s Plan
Post Malone ft. 21 Savage - Rockstar

საუკეთესო სოულ/არენბი მამაკაცი არტისტი

Khalid 
Bruno Mars
The Weeknd

საუკეთესო სოულ/არენბი ქალი არტისტი

Ella Mai
Rihanna 
SZA

საუკეთესო სოულ/არენბი ალბომი 

Khalid - American Teen
SZA - CTRL 
XXXTENTACION - 17 

საუკეთესო სოულ/არენბი სიმღერა

Khalid - Young Dumb & Broke
Ella Mai - Boo’d Up
Bruno Mars & Cardi B - Finesse

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე საუკეთესო არტისტი

The Chainsmokers
Marshmello 
Zedd

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება 1973 წლიდან იმართება და დღესდღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ ცერემონიად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული