Thumbnail

ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა DJ Snake, პუერტორიკოელმა მომღერალმა Ozuna-მ და პოპულარულმა ამერიკელმა არტისტებმა, სელენა გომესმა და Cardi B-იმ ერთობლივ კომპოზიციაზე Taki Taki კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლის ავტორი კოლინ თილია, რომელსაც აქამდეც არაერთ ცნობილ მუსიკოსთან უთანამშრომლია. ვიზუალურმა ნამუშევარმა იუთუბზე ატვირთვიდან ერთ საათში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ტრეკის ინსტრუმენტალი დიჯეი სნეიქს ეკუთვნის.

► DJ Snake ახალ ალბომს აანონსებს

DJ Snake პარიზელი არტისტის, უილიამ სამი ეტიენ გრიგასინის სასცენო სახელია. პროდიუსერმა და დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Encore 2015 წელს გაავრცელა. ჩანაწერში შესულ ტრეკებზე მან ისეთ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი, Skrillex, Migos და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული