Thumbnail

Rammstein-ის ახალი ალბომი 2019 წლის გაზაფხულზე გამოიცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის Rammstein ახალი, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა. ამის შესახებ გამოცემა Music Radar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბენდის გიტარისტმა პაულ ლანდერსმა განაცხადა. ჩანაწერის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

"ვფიქრობ, რომ ალბომი მზად გაზაფხულისთვის იქნება. ჯგუფის წევრები სტუდიაში ვართ ჩაკეტილი და ჩანაწერზე ვმუშაობთ. სავარაუდოდ, ეს "რამშტაინის" ბოლო სტუდიური ნამუშევარი იქნება. სწორედ ამიტომ, 200 პროცენტით ვიხარჯებით. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებთ. ჩემი აზრით, კარგი ალბომი გამოვა", - თქვა ლანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Liebe ist für alle da ჯგუფმა ცხრა წლის წინ გამოსცა.

Rammstain ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული