Thumbnail

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა DJ Muggs-მა და Roc Marciano-მ ახალი ტრეკი Shit I'm On და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. კომპოზიცია მუსიკოსების ერთობლივ ალბომში Kaos იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 19 ოქტომბერს ჩაეშვება. 

► ნახეთ: DJ Muggs-ის ახალ ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატ ქანიე ვესთს კლავენ

► მოუსმინეთ: DJ Muggs - Yacht Party Feat. Raekwon

► მოუსმინეთ: DJ Muggs & MF DOOM - Assassination Day Feat. Kool G Rap

ვეტერანი პროდიუსერი ლოურენს მაგერადი, ფსევდონიმით, DJ Muggs, მსმენელთა წინაშე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარულ Cypress Hill-ში მოღვაწეობით გახდა. პარალელურად, მაგსი კიდევ ერთ ჰიპ ჰოპ კოლექტივში Soul Assassins ირიცხება. არტისტი ორი სოლო სტუდიური ალბომისა და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია.

რაკიმ მეიერმა კი, სასცენო სახელით Roc Marciano, მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, აქედან ორი მან მიმდინარე წელს გამოუშვა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Was A Savage და 76.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული