Thumbnail

ნახეთ: Cardi B-ის Offset-მა 200,000-დოლარიანი ლამბორგინი აჩუქა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელ სუპერვარსკვლავს Cardi B-ის 11 ოქტომბერს 26 წელი უსრულდება. დაბადების დღესთან დაკავშირებით მას ქმარმა, ჰიპ ჰოპ ჯგუფის Migos წევრმა, Offset-მა 200,000 აშშ დოლარის ღირებულების ლამბორგინის მარკის სპორტული ავტომობილი უსახსოვრა. ამის შესახებ ინფორმაცია ქარდიმ თაყვანისცემლებს ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა.

►  რეპერი Cardi B შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს

► ნახეთ: Cardi B-მ შვილის, ქალჩერის დაბადების შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

თუმცა, ოფსეთმა მანქანის ჩუქება უცნაური ფორმით გადაწყვიტა, რაშიც მეგობრები დაიხმარა.

"პარიზიდან ლოს ანჯელესში ვაპირებდი გამგზავრებას, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ოფსეთს გული წაუვიდა და სასწრაფოდ ატლანტაში უნდა ჩამოვსულიყავი. თქვენ არ იცით, რა დამემართა. გზაში ყველა არსებული რელიგია გამახსენდა, ვლოცულობდი და ვფიქრობდი - "ღმერთო, არ მინდა ბავშვის მარტო აღზრდა. იმედია, ახლა უკეთ არის". საყვარელო, მადლობა საჩუქრისთვის, მეორედ ასე აღარ შემაშინო. ისე კი, დროა, მანქანის მართვა ვისწავლო", - აღნიშნა გახარებულმა რეპერმა. 

I wanna make love and fight at the same time 😩😩

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

ქარდი უკვე მეორე ლამბორგინის მფლობელია. ივლისში მან და ოფსეთმა მწვანე და ცისფერი ფერის ავტომობილები შეიძინეს.

► ნახეთ: რეპერებმა ოფსეთმა და ქარდი ბიმ ლამბორგინის მარკის ავტომობილები შეიძინეს

ვარსკვლავური წყვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდა. წელს მუსიკოსებს პირველი შვილი შეეძინათ. რეპერებმა გოგონას ქალჩერ ქარი სეფასი დაარქვეს.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი შარშან, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing).

კომენტარები

ბოლოს დამატებული