Thumbnail

ფოტოგალერეა: ემი უაინჰაუსი პოპულარობამდე

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ირლანდიელმა ფოტოგრაფმა ჩარლზ მორიარტიმ თავისი მეგობრის, ინგლისელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის პატივსაცემად წიგნი Back to Amy: An intimate portrait of the real Amy Winehouse გამოსცა. კრებულში შემსრულებლის 100-ზე მეტი ფოტოა თავმოყრილი, მათ შორის აქამდე უცნობი სურათები, რომლებიც ჩარლზმა მომღერლის სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე ლონდონსა და ნიუ იორკში გადაიღო. აღსანიშნავია, რომ სტუდიური ჩანაწერის გარეკანზე დატანილი ფოტოს ავტორი სწორედ მორიარტია. 

► ნახეთ: 21 წლის ემი უაინჰაუსის აქამდე უცნობი ფოტოები

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა. 

2011 წელს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლით ინტოქსიკაცია დასახელდა. ემის წელს 35 წელი შეუსრულდებოდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული