Thumbnail

ატლანტელმა რეპერმა Rich the Kid ახალი ტრეკი Nasty და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: Rich The Kid-მა კომპოზიციაზე Leave Me კლიპი გადაიღო

► Rich The Kid: ჩემი შეყვარებული რიანასა და კიმ კარდაშიანზე სექსუალურია

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული