Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა Charli XCX ახალი სინგლი "1999" გაავრცელა. კომპოზიცია ავსტრალიელ მომღერალთან, ტროი სივანთან ერთადაა ჩაწერილი.

► მოუსმინეთ: Charli XCX - Girls Night Out

► Charli XCX-მა ორი ახალი სიმღერა Focus და No Angel გამოუშვა

► Charli XCX-მა სიმღერაზე 5 In The Morning ვიდეოკლიპი გადაიღო

წელს ჩარლიმ თაყვანისცემლებს ოთხი ახალი სიმღერა 5 in the Morning, No Angel, Focus და Girls Night Out შესთავაზა. ტროიმ კი 31 აგვისტოს რიგით მეორე სტუდიური ალბომი Bloom გამოუშვა. 

Charli XCX-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

ტროი სივანმა კი პოპულარობა სადებიუტო სინგლისა და ალბომის გამოშვებისთანავე მოიპოვა. ის პარალელურად სამსახიობო კარიერითაცაა დაკავებული. არტისტი ისეთ ცნობილ ფილმში თამაშობდა, როგორიცაა X-Men Origins: Wolverine. მუსიკოსის შემოქმედება დრიმპოპსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული