Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა შაკირას ჰიტზე Chantaje სალსა იცეკვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა ტვიტერზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც კოლუმბიელი მუსიკოსების, შაკირასა და მალუმას სიმღერის Chantaje ალტერნატიულ ვერსიაზე სალსას ცეკვავს. 36 წლის შემსრულებელს პარტნიორობას მოცეკვავე უილიამ გომესი უწევს.

► ფოტოგალერეა: Britney Spears-ი ბევერლი ჰილზზე მდებარე სახლს 8,95 მილიონად ყიდის

► ნახეთ: ბრიტნი სპირსს კონცერტის დაწყებამდე ნაყინით აღვიძებენ

ბრიტნის ვიდეო შაკირამაც გააზიარა და მომღერალს პლასტიკა მოუწონა. აღსანიშნავია, რომ Chantaje კოლუმბიელმა მალუმასთან ერთად 2016 წელს ჩაწერა. სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეომ იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2017 წელს კი მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს კომპოზიციის სალსა ვერსია შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული