Thumbnail

რეპერმა T.I.-მ მისი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთმა პიონერმა კლიფორდ ჰარის უმცროსმა, იგივე T.I., ცნობილ რადიოწამყვანთან, ზეინ ლოუისთან საუბარში, მისი ფავორიტი თანამედროვე მუსიკოსები დაასახელა. რეპერმა ახალგაზრდა არტისტებს შორის Meek Mill, Anderson .Paak, Young Thug, Lil Baby, Gunna, Yella Beezy, Moneybagg, H.E.R., 6LACK, The Internet, Daniel Caesar და Teyana Taylor გამოარჩია.

► მოუსმინეთ: T.I. - The Weekend Feat. Young Thug 

► ნახეთ: რეპერი T.I. კომპოზიციის Jefe ვიდეორგოლს ავრცელებს 

რაც შეეხება მისი თაობის ჰიპ ჰოპ არტისტებს, თიაიმ ფავორიტებად ემინემი და ლილ უეინი დაასახელა. 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული