Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, ახალ კომპოზიციას Endless Summer ავრცელებს. ჩანაწერში რეპერის კომპტონელი კოლეგა YG მონაწილეობს, რომელმაც ჯერალდთან პირველად 2 წლის წინ, ტრეკის FDT მეორე ნაწილზე ითანამშრომლა.

► ნახეთ: G-Eazy - Rewind Feat. Anthony Russo 

► მოუსმინეთ: Saweetie & London On Da Track - Up Now Feat. G-Eazy & Rich The Kid 

ჯერალდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი ჯილამმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული