Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic-ის ახალი ჰიპ ჰოპ პროექტის, B2B Cypher-ის მეოთხე ეპიზოდში მაყურებელთა წინაშე ქართველი რეპერები N ice და Datomezz წარდგნენ.

► ნახეთ: B2B Cypher - ყველა ეპიზოდი

კომპოზიციის ინსტრუმენტალი პაბლოს ეკუთვნის. ტრეკი Ghost Records-ის მხარდაჭერითაა ჩაწერილი. პროექტის პროდიუსერი ოთარ ბურკიაშვილია, რეჟისორები კი გიორგი ლიფონავა და გიორგი ტყებუჩავა არიან.

ნათია მეგრელიძეს, სასცენო სახელით N ice, ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელი კარგად იცნობს. შემსრულებელი ადრე ფსევდონიმით Ice Lady მოღვაწეობდა და არჩევანს ბუმ ბეფის კლასიკურ ჟღერადობაზე აკეთებდა. თუმცა, მუსიკოსის ბოლოდროინდელი შემოქმედება რეპის ახალი სკოლის ელემენტებს შეიცავს. მისი ცნობილი ტრეკებია WKUN, F L O W, Sarahah და სხვა.

დავით მეზვრიშვილი, იგივე Datomezz, კი შედარებით ახალბედა არტისტი გახლავთ. მან სადებიუტო ტრეკი Hype 2017 წელს გამოუშვა. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ონლაინ-ჟურნალის FlowFlow Magazine პროექტში PVP Battle მონაწილეობით გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული