Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის მკვლელობის კადრები გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი
  • სტატია შეიცავს ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას.

ტელეკომპანია WPLG-მ ტრაგიკულად დაღუპული რეპერის, XXXTentacion-ის მკვლელობის ამსახველი კადრები გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 20 წლის მუსიკოსს 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში მოტოციკლების მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ, გაძარცვის მცდელობისას ესროლეს. 

► მაიამიში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი XXXTentacion მოკლეს 

სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა ჰიპ ჰოპ არტისტის მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლო დარბაზში აჩვენეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ორი შეიარაღებული მამაკაცი ექს ექს ექს ტენტასიონის BMW-ს მარკის ავტომობილს და იარაღის მუქარით მუსიკოსის გაძარცვას ცდილობს. ვიდეოში ვხედავთ აგრეთვე რეპერის თანმხლებ პირს, რომელიც მანქანიდან ხტება და გარბის. 

კამერამ ერთ-ერთი ბოროტმოქმედის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაც დააფიქსირა, რომლის შედეგადაც მუსიკოსი სასიკვდილოდ დაიჭრა. ამავე კადრებში ჩანს, როგორ იღებს მეორე მძარცველი მანქანიდან ჩანთას, რომელშიც 50,000 აშშ დოლარი ინახებოდა. 

კიდევ ერთ ვიდეოში ბრალდებულები დედრიკ უილიამსი და რობერტ ალენი არიან ნაჩვენები, რომლებიც მოტოციკლების მაღაზიაში შედიან. ჩანაწერში ვხედავთ ჰიპ ჰოპ არტისტსაც, რომელიც მომსახურე პერსონალს ესაუბრება.

XXXTentacion-ის მკვლელობის საქმეზე მაიკლ ბოუთრაითი, დედრიკ უილიამსი, რობერტ ალენი და ტრეივონ ნიუსამი არიან დაკავებული. გამოძიების ვერსიით, სწორედ ნიუსამი და ბოუთრაითი არიან ის ნიღბიანი პირები, რომლებმაც პოპულარული არტისტი სასიკვდილოდ გაიმეტეს. უილიამსსა და ალენს კი პოლიცია თანამზრახველებად მოიაზრებს. მათ გადაუკეტეს გზა მუქი ფერის ავტომობილით მუსიკოსს, რომელმაც მოტოციკლების მაღაზია დატოვა. 

XXXTentacion-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილები: მაიკლ ბოუთრაითი, დედრიკ უილიამსი, რობერტ ალენი და ტრეივონ ნიუსამი

► მოუსმინეთ: Lil Wayne - Don’t Cry Feat. XXXTentacion

ჯასეი დუეინ ონფროიმ, სასცენო სახელით XXXTentacion, შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. გარდაცვალებამდე მუსიკოსმა მხოლოდ მხოლოდ ორი ალბომის 17 (2017) და ? (2018) გამოცემა მოასწრო. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკებია Sad!, Changes და Jocelyn Flores.

კომენტარები

ბოლოს დამატებული