Thumbnail

მოუსმინეთ: Zaza - არ მაქვს შენი თავი Feat. Young Mic, Kay G & Masteri

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ბათუმელი მუსიკოსი ზაზა თევთიძე, ფსევდონიმით Zaza, მსმენელს ახალი კოლაბორაციული ტრეკით "არ მაქვს შენი თავი" უბრუნდება. ჩანაწერში პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები, Young Mic, Kay G და Masteri მონაწილეობენ. კომპოზიციის პროდიუსერი კი თავად ზაზა გახლავთ.

► მოუსმინეთ: ზაზა თევთიძემ სადებიუტო EP Summer გამოუშვა 

ზაზამ მუსიკალური კარიერა 2013 წელს, ფსევდონიმით Lil Beat დაიწყო. თუმცა, 2016 წლიდან სასცენო სახელით Zaza განაგრძო მოღვაწეობა. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკი Be Together გახლავთ, რომელმაც იუთუბზე 10 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მუსიკოსმა სადებიუტო EP სახელწოდებით Summer გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული