Thumbnail

ლეონარდ კოენის ახალი ალბომი 2019 წელს გამოვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული კანადელი მუსიკოსისა და პოეტის, ლეონარდ კოენის შვილის, ადამ კოენის თქმით, მისი მამის ახალი ალბომი 2019 წელს გამოვა. ამის შესახებ მან CBC-ის გადაცემა q-ში ისაუბრა.

"არსებობს ლეონარდ კოენის ძალიან ლამაზი ახალი სიმღერები, რომლებიც ჯერ არავის მოუსმენია და ისინი აუცილებლად გამოიცემა", - განაცხადა ადამ კოენმა.

აღსანიშნავია, რომ ადამ კოენი ლეონარდის უკანასკნელი ალბომის You Want It Darker პროდიუსერია. მასთან ინტერვიუს სრული ვერსია 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 2 ოქტომბერს კი ლეონარდ კოენის პოეზიის ახალი წიგნი The Flame გამოიცემა.

ლეონარდ კოენმა მუსიკალური კარიერა 1967 წელს, 33 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე კი საზოგადოებამ ის, როგორც პოეტი და პროზაიკოსი გაიცნო. კოენმა ჯერ ლექსების ორი კრებული გამოაქვეყნა, შემდეგ კი სადებიუტო რომანი "საყვარელი თამაში", რასაც 1966 წელს ექსპერიმენტული ნაწარმოები "მშვენიერი ხელმოცარულები" მოჰყვა. 

7 ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც ბედი ლიტერატურაში მოსინჯა

ლეონარდ კოენმა სიცოცხლის განმავლობაში 14 სტუდიური ალბომი ჩაწერა. კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი Hallelujah მან 1984 წელს გამოუშვა. 2010 წელს კოენს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გრემის ჯილდო გადასცეს. 2016 წლის 7 ნოემბერს არტისტი 82 წლის ასაკში ლეიკემით გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული