Thumbnail

მოუსმინეთ: The Prodigy-მ ახალი კომპოზიცია Light Up the Sky გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა The Prodigy ახალი სინგლი Light Up the Sky გამოუშვა. კომპოზიცია მათ მომავალ ალბომში No Tourists იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2 ნოემბერს ჩაეშვება. კოლექტივმა მისი მხარდასაჭერი ბრიტანული ტურნეც დააანონსა.

► ნახეთ: The Prodigy - Need Some1

The Prodigy ესექსის საგრაფოში 1990 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში ბიგ ბითის პიონერმა ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Experience გამოსცა. ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოლექტივს წარმატება ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა Firestarter, Breathe, Smack My Bitch Up და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული