Thumbnail

ნახეთ: BTS-მა გადაცემაში Good Morning America სიმღერა Idol შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ტელეკომპანია ABC-ის გადაცემას Good Morning America ესტუმრა. ბიჭებმა შოუში 2018 წლის ჰიტი Idol შეასრულეს. კომპოზიცია მუსიკოსების კომპილაციურ ალბომში Love Yourself: Answer შედის, რომელიც გაყიდვაში 24 აგვისტოს ჩაეშვა. 

კოლექტივი აშშ-ში რიგით მესამე მსოფლიო ტურნეს, BTS World Tour: Love Yourself ფარგლებში იმყოფება

► ნახეთ: BTS-მა ჯიმი ფელონის შოუში სიმღერები I'm Fine და Idol შეასრულა

► ნახეთ: BTS-მა და Nicki Minaj-მა სიმღერაზე Idol კლიპი გადაიღეს

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული