Thumbnail

ნახეთ: დემი ლოვატო ნარკოტიკით ზედოზირების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო უკვე ორი თვეა, ლოს ანჯელესის მახლობლად, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს. პაპარაცებმა მუსიკოსი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. მომღერალი ნარკოტიკით ზედოზირების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

► ნახეთ: დემი ლოვატო ლოს ანჯელესში მდებარე სახლს 9,4 მილიონ დოლარად ყიდის

დემი საავადმყოფოში 24 ივლისს, ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის მიღების შემდეგ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში წარსულში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში მომღერალმა აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული