Thumbnail

The Beatles პოპულარული ნამუშევრის The White Album საიუბილეო ვერსიას გამოსცემს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ლივერპულური ჯგუფის, The Beatles-ის რიგით მეცხრე სტუდიური ნამუშევრის The White Album 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩანაწერის დელუქს ვერსია გავრცელდება. ბოქს-სეტი გაყიდვაში 9 ნოემბერს ჩაეშვება.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ The Beatles-ს?

► ნახეთ: The Beatles-ის ცნობილი ფოტოს გადაღებიდან 49 წლის შემდეგ მაკკარტნიმ Abbey Road გადაკვეთა

The White Album-ის სპეციალური გამოცემა 30 სიმღერას, კომპოზიციების დემო ვერსიებსა და ლაივ ჩანაწერებს მოიცავს. ცოცხლად შესრულებული ნამუშვრების ნაწილი კოლექტივის თაყვანისმცემლებს აქამდე არ მოუსმენიათ.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული