Thumbnail

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Pink Floyd-ს?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ლეგანდარული კოლექტივი Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 900-ზე მეტი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჯგუფის პოპულარობაში არაჩვეულებრივი კომპოზიციების გარდა, დიდი როლი ითამაშა უნიკალურმა ჟღერადობამ, მუსიკალური ექსპერიმენტების სიმრავლემ, ხმის ხარისხმა, ალბომების ინოვაციურმა ყდებმა და, რაღა თქმა უნდა, ალან პარკერის მუსიკალურმა დრამამ Pink Floyd - The Wall.

► ნახე სხვა ქვიზები

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თუ ფიქრობთ, რომ ამ უკვდავი ბენდის ისტორიას საკმარისად კარგად იცნობთ, შეგიძლიათ, ქვიზის შევსებას ახლავე შეუდგეთ.

რატომ დააარქვეს მუსიკოსებმა საკუთარ ჯგუფს Pink Floyd?

Pink Floyd სიდ ბარეტის საყვარელი მუსიკოსების სახელების შერწყმის შედეგია
ასე ერქვა ბარს, რომელშიც Pink Floyd-ის მომავალი წევრები სტუდენტობისას ხშირად იკრიბებოდნენ
Pink Floyd იმ დროს ინგლისში გავრცელებული გამაგრილებელი სასმელის სახელია, რომელიც მუსიკოსებს ძალიან უყვარდათ
ჰაერის ფრეონით დაბინძურების გამო ეს სახელი შეარქვეს ადგილობრივებმა ლონდონის იმ უბანს, რომელშიც რიჩარდ რაითი გაიზარდა
სწორია!
სიდ ბარეტმა საყვარელი ბლუზმენების, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ ქაუნსილის სახელები გააერთიანა და ჯგუფის სახელწოდება Pink Floyd მიიღო.
არასწორია!
სიდ ბარეტმა საყვარელი ბლუზმენების პინკ ანდერსონისა და ფლოიდ ქაუნსილის სახელები გააერთიანა და ჯგუფის სახელწოდება Pink Floyd მიიღო.

რა ჰქვია Pink Floyd-ის პირველ სინგლს?

რა ჰქვია Pink Floyd-ის პირველ სინგლს?
Apples and Oranges
See Emily Play
Arnold Layne
Scarecrow
არასწორია!
Pink Floyd-ის პირველ სინგლს Arnold Layne ჰქვია. ის ტრანსვესტიტი მამაკაცის ცხოვრებითაა შთაგონებული, რომელმაც ბარეტისა და უოტერსის დედებს საცვლები მოპარა.

Pink Floyd-ის პირველ სინგლს მართლაც Arnold Layne ჰქვია. ის ტრანსვესტიტი მამაკაცის ცხოვრებითაა შთაგონებული, რომელმაც ბარეტისა და უოტერსის დედებს საცვლები მოპარა.
არასწორია!
Pink Floyd-ის პირველ სინგლს Arnold Layne ჰქვია. ის ტრანსვესტიტი მამაკაცის ცხოვრებითაა შთაგონებული, რომელმაც ბარეტისა და უოტერსის დედებს საცვლები მოპარა.

ბენდის მეორე სტუდიურ ალბომში A Saucerful of Secrets სიდ ბარეტის დაწერილი ერთადერთი კომპოზიციაა შესული. რა ჰქვია ამ სიმღერას?

Let There Be More Light
Jugband Blues
Remember a Day
See-Saw
არასწორია!
ალბომში შესულ სიდ ბარეტის ერთადერთ კომპოზიციას Jugband Blues ეწოდება.
სწორია!
ალბომში შესულ სიდ ბარეტის ერთადერთ კომპოზიციას სწორედ Jugband Blues ეწოდება.
არასწორია!
ალბომში შესულ სიდ ბარეტის ერთადერთ კომპოზიციას Jugband Blues ეწოდება.
არასწორია!
ალბომში შესულ სიდ ბარეტის ერთადერთ კომპოზიციას Jugband Blues ეწოდება.

1971 წელს რომელ ისტორიულ ადგილზე გადაიღეს Pink Floyd-ის კონცერტი?

პომპეის ამფითეატრში
რომის კოლიზეუმში
სტოუნჰენჯთან
ჩინეთის დიდ კედელზე
სწორია!
ბენდის წევრებმა კონცერტი დოკუმენტური ფილმისთვის Pink Floyd: Live at Pompeii 1971 წელს სწორედ პომპეის ამფითეატრში ჩაატარეს.
არასწორია!
ბენდის წევრებმა კონცერტი დოკუმენტური ფილმისთვის Pink Floyd: Live at Pompeii 1971 წელს პომპეის ამფითეატრში ჩაატარეს.

Pink Floyd-ის დრამერის, ნიკ მეისონის ხმა ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერში ისმის. ჩამოთვლილთაგან რომელ კომპოზიციაში შეგიძლიათ მისი მოსმენა?

Seamus
Astronomy Domine
One of These Days
Comfortably Numb
არასწორია!
ნიკ მეისონის ხმა კომპოზიციაში One of These Days გაისმის. Seamus-ში კი დევიდ გილმორის ძაღლი ყმუის.
არასწორია!
ნიკ მეისონის ხმა კომპოზიციაში One of These Days ისმის.
სწორია!
ნიკ მეისონის ხმა მართლაც კომპოზიციაში One of These Days ისმის.
არასწორია!
ნიკ მეისონის ხმა კომპოზიციაში One of These Days ისმის.

ჩამოთვლილთაგან რომელ ფილმშია გამოყენებული Pink Floyd-ის მუსიკა?

პაზოლინის "თეორემა"
გოდარის "პატარა ჯარისკაცი"
პოლანსკის "ჩინური კვარტალი"
ანტონიონის "ზაბრისკი პოინტი"
არასწორია!
Pink Floyd-ის კომპოზიციების Heart Beat, Pig Meat, Crumbling Land, Careful with That Axe, Eugen მოსმენა მიქელანჯელო ანტონიონის "ზაბრისკი პოინტში" შეგიძლიათ.

Pink Floyd-ის კომპოზიციების Heart Beat, Pig Meat, Crumbling Land, Careful with That Axe, Eugen მოსმენა სწორედ მიქელანჯელო ანტონიონის "ზაბრისკი პოინტში" შეგიძლიათ.

Pink Floyd-ის რომელი ალბომი ჩაწერეს ბენდის წევრებმა რიჩარდ რაითის გარეშე?

The Piper at the Gates of Dawn
Ummagumma
The Final Cut
The Endless River
არასწორია!
რიჩარდ რაითს როჯერ უოტერსთან უთანხმოების გამო ალბომის The Final Cut ჩაწერაში მონაწილეობა არ მიუღია.

The Endless River-ში 1968-2014 წლებში ჩაწერილი ნამუშევრები შევიდა. რიჩარდ რაითს კი როჯერ უოტერსთან უთანხმოების გამო მონაწილეობა ალბომის The Final Cut ჩაწერაში არ მიუღია.

რა განსაკუთრებული მიზნით გამოიყენებოდა ალბომი The Dark Side of the Moon?

აუდიოაპარატურის ხარისხის შესამოწმებლად
ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტებისთვის პოსტტრავმული სტრესის სინდრომის მოსახსნელად
პოლიციელების მიერ არასანქცირებული ქუჩის აქციების დასაშლელად
ბრიტანულ სახელმწიფო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დასაძინებლად
სწორია!
მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკისთვის კვადროფონიული ტესტის ჩასატარებლად ჩანაწერი დღემდე აქტიურად გამოიყენება.

ვინ არის Pink Floyd-ის მეექვსე წევრი?

ვინ არის Pink Floyd-ის მეექვსე წევრი?
პიტერ ვატსი
ბობ ეზრინი
როჯერ ტეილორი
ბობ კლოუზი
არასწორია!
Pink Floyd-ის მეექვსე წევრი ბობ კლოუზია. ის ჯგუფთან შექმნის დღიდან თანამშრომლობდა. თუმცა, ახალგაზრდა გიტარისტს ჯაზი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სიდ ბარეტის ფსიქოდელიური იდეები, ამიტომაც, რამდენიმე თვეში ბენდი დატოვა და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი.

Pink Floyd-ის მეექვსე წევრი სწორედ ბობ კლოუზია. ის ჯგუფთან შექმნის დღიდან თანამშრომლობდა. თუმცა, ახალგაზრდა გიტარისტს ჯაზი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სიდ ბარეტის ფსიქოდელიური იდეები, ამიტომაც, რამდენიმე თვეში ბენდი დატოვა და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი.

ვინ თამაშობს პინკის როლს ალან პარკერის მუსიკალურ დრამაში Pink Floyd – The Wall?

ჯონ სავაჯი
ბობ გელდოფი
ტედ ნილი
მარკ ფრეჩეტი
არასწორია!
ზრდასრული პინკის როლს ირლანდიელი მუსიკოსი ბობ გელდოფი ასრულებს.
სწორია!
ზრდასრული პინკის როლს სწორედ ირლანდიელი მუსიკოსი ბობ გელდოფი ასრულებს.
არასწორია!
ზრდასრული პინკის როლს ირლანდიელი მუსიკოსი ბობ გელდოფი ასრულებს.
არასწორია!
ზრდასრული პინკის როლს ირლანდიელი მუსიკოსი ბობ გელდოფი ასრულებს.

Pink Floyd-ის რომელი ჩანაწერი იქცა კოსმოსში დაკრულ პირველ როკ ალბომად?

The Dark Side of the Moon
The Division Bell
Obscured by Clouds
Delicate Sound of Thunder
არასწორია!
1989 წელს დედამიწის ორბიტისკენ გაფრენილმა საბჭოთა კოსმონავტებმა თან Delicate Sound of Thunder წაიღეს. ამრიგად, ის კოსმოსში დაკრულ პირველ როკ ალბომად იქცა.

1989 წელს დედამიწის ორბიტისკენ გაფრენილმა საბჭოთა კოსმონავტებმა თან სწორედ Delicate Sound of Thunder წაიღეს. ამრიგად, ის კოსმოსში დაკრულ პირველ როკ ალბომად იქცა.

Pink Floyd-თან დაკავშირებული რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2005 წელს?

გარდაიცვალა რიჩარდ რაითი
Pink Floyd-ის წევრები გაერთიანდნენ და სიდ ბარეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს
Pink Floyd-ის წევრები გაერთიანდნენ და ჰაიდ პარკში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრეს.
გამოვიდა Pink Floyd-ის ლაივ ალბომი Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81
არასწორია!
რიჩარდ რაითი 2008 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაითი ორი ათწლეულის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ და ჰაიდ პარკში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრეს.
არასწორია!
სიდ ბარეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2007 წელს ჩატარდა და მასში Pink Floyd როჯერ უოტერსის გარეშე წარდგა. 2005 წელს კი როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაითი ორი ათწლეულის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ და ჰაიდ პარკში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრეს.
სწორია!
2005 წელს როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაითი ორი ათწლეულის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ და ჰაიდ პარკში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრეს.
არასწორია!
ლაივ ალბომი Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 2000 წელს გამოვიდა. 2005 წელს როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაითი ორი ათწლეულის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ და ჰაიდ პარკში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრეს.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

როგორც ჩანს, Pink Floyd-ის ისტორიას არც ისე კარგად იცნობ. თუმცა, გულს ნუ გაიტეხ. თუ ამ ლეგენდარული ბენდის შესახებ მეტის გაგება მოგინდება, შეგიძლია ჩვენი სტატიების კითხვით დაკავდე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, Pink Floyd ძალიან გიყვარს. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.

შესანიშნავი შედეგია!

Pink Floyd-ის ისტორიის უბადლო მცოდნე ხარ. დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავით აქამდეც ამაყობდი, თუმცა, ამიერიდან ზურგს ქვიზის შედეგიც გიმაგრებს!

კომენტარები

ბოლოს დამატებული