Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-ი კომპოზიციის Dance Again შესრულებისას წაიქცა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ლას ვეგასის რეზიდენტის ამპლუაში Zappos-ის თეატრში კონცერტი გამართა. ჰიტის Dance Again შესრულებისას მუსიკოსს სცენაზე ფეხი აუცურდა და დაეცა. ჯეილო არ დაიბნა და პერფორმანსი შეუჩერებლად განაგრძო.

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა აბაზანაში სიმღერაზე Dinero იცეკვა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა შეყვარებულის შვილთან ერთად კატერზე იცეკვა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა იტალიის ერთ-ერთ რესტორანში სიმღერა შეასრულა

Dance Again მომღერალმა 2011 წელს გამოუშვა. სიმღერა მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა. კომპოზიცია რეპერ Pitbull-თან ერთადაა ჩაწერილი. 

აღსანიშნავია, რომ ლოპესის კონცერტს, ათასობით მაყურებელთან ერთად, პოპვარსკვლავი დუა ლიპა, ასევე, მსახიობები ჯესიკა ალბა და სოფია ვერგარა დაესწრნენ.

შოუზე სელენა გომესიც იმყოფებოდა, რომელმაც ჯეილოს სიმღერაზე On The Floor იცეკვა.

შემსრულებელი პროექტის Jennifer Lopez: All I Have ფარგლებში ლას ვეგასში კონცერტებს 2016 წლიდან მართავს. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული