Thumbnail

ნახეთ: ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი სიმღერის How Do You Sleep? ჩაწერისას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის სიმღერის How Do You Sleep? სტუდიაში ჩაწერის პროცესის აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეომასალა გავრცელდა. კომპოზიციაზე ლენონმა 1971 წლის მაისში The Beatles-ის კიდევ ერთ წევრთან, ჯორჯ ჰარისონთან ერთად იმუშავა. ჰარისონი ტრეკში გიტარის სოლო პარტიას ასრულებს. მათ გარდა ჩაწერაში იოკო ონო და The Plastic Ono Band მონაწილეობენ.  

როგორც ცნობილია, კომპოზიცია ლენონმა პოლ მაკკარტნის მიუძღვნა მას შემდეგ, რაც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ The Beatles-ს

ვიდეომასალა ჯონ ლენონის 1971 წელს გამოშვებული ალბომის Imagine ბოქს-სეტში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 5 ოქტომბერს ჩაეშვება. სპეციალურ გამოცემაში 6 დისკი შევა, რომლებიც ლენონის 140 კომპოზიციის გარემიქსებულ, განახლებულ და დემო ვერსიებსა და ექსკლუზიურ ჩანაწერებს მოიცავს.

► მოუსმინეთ: ჯონ ლენონის საკულტო ჰიტის Imagine დემო ვერსია გავრცელდა

► ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეათედ უთხრეს

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles წევრმა ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen ჯერ კიდევ თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და სხვა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული