კანადელმა მუსიკოსმა გრაიმსმა ანიმაციური სერიალისთვის Hilda მუსიკალური თემა შექმნა. კომპოზიცია პირველი სეზონის საუნდტრეკად იქცა, რომლის პრემიერაც "ნეტფლიქსის" პლატფორმაზე 21 სექტემბერს შედგა.
► გრაიმსი და ილონ მასკი ერთმანეთს ხვდებიან
► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა Loona yyxy და Grimes-მა ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს
კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.
კომენტარები