Thumbnail

ნახეთ: Ramones-ის ჰიტის She’s the One აქამდე უცნობი ვიდეოკლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკული პანკ როკ ჯგუფის, Ramones-ის ჰიტის She’s the One აქამდე უცნობი კლიპი გავრცელდა. ის, სავარაუდოდ, იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც სიმღერის Don’t Come Close ვიდეო.

მუსიკალური რგოლი ბენდის რიგით მეოთხე ალბომის Road to Ruin დელუქს ვერსიასთან ერთად გამოიცა. მასში ნამუშევრის ორი განსხვავებული მიქსი, აქამდე გამოუქვეყნებელი სტუდიური და ცოცხალი ჩანაწერები, წიგნი, ფოტოები და ალბომის ყდის ალტერნატიული ვერსიები შედის.

პანკ როკის ერთ-ერთი პიონერი ბენდი The Ramones ნიუ იორკში 1974 წელს შეიქმნა. ჯგუფის ნამუშევრები კომერციულად არც ისე წარმატებული იყო, თუმცა, დღესდღეობით, ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მუსიკალურ კოლექტივადაა მიჩნეული. 

2002 წელს გამოცემამ Spin "რემოუნსი" ყველა დროის საუკეთესო ბენდების სიაში მეორე ადგილზე დაასახელა, ისინი მხოლოდ The Beatles-ს ჩამორჩნენ. ამავე წელს, ჯგუფის წევრები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2011 წელს კი "რემოუნსს" მუსიკის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის გრემის ჯილდოც გადაეცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული