Thumbnail

ნახეთ: EXO-ს წევრი სეჰუნი ბრენდის Ermenegildo Zegna ახალი სახეა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრი სეჰუნი მამაკაცის ტანსაცმლის იტალიური ბრენდის "ერმენეჯილდო ზენიას" სახეა. კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი კოლექციის Ermenegildo Zegna XXX-ის გამოშვება დააანონსა, რომლის პოპულარიზაციაზეც სწორედ აზიელი მომღერალი ზრუნავს.

► ნახეთ: EXO მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენ ბურჯ ხალიფაზე გამოსახეს

მომღერალმა, მოცეკვავემ, მსახიობმა და მოდელმა სეჰუნმა შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. წელს მუსიკოსმა "ექსოს" ერთ-ერთ წევრთან, ჩანიოლთან ერთად ჩაწერილი სიმღერა We Young გაავრცელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული