Thumbnail
ფოტო: Reuters

ნახეთ: Wolf Alice მუსიკალური დაჯილდოების Mercury Prize გამარჯვებული გახდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების Mercury Prize-ის 2018 წლის გამარჯვებული ლონდონური ჯგუფი Wolf Alice გახდა. ბენდის რიგით მეორე ალბომი Visions of a Life ისეთი არტისტების ჩანაწერებს არჩიეს, როგორებიც არიან Arctic Monkeys, King Krule, Florence + the Machine, Noel Gallagher's High Flying Birds და სხვა.

"არც კი მჯერა, რომ ჩვენ ეს შევძელით. ნოელ გალაჰერი ზის აქ და მე მიყურებს, მეტი რა შეიძლება ითქვას?", - მიმართა ჯგუფის ბასისტმა, თეო ელისმა დარბაზში შეკრებილებს.

Mercury Prize დაჯილდოებაა, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ბრიტანულ ან ირლანდიურ ალბომს ავლენს.

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული