Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერმა Machine Gun Kelly ახალი ჩანაწერი Binge გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, რომელიც მის ლეგენდარულ კოლეგასთან, ემინემთან ბოლოდროინდელი დაპირისპირების გამო, კარიერის პიკში იმყოფება, მსმენელებს სახელდახელოდ დაანონსებული EP სახელწოდებით Binge შესთავაზა. სტუდიური ნამუშევარი 9 კომპოზიციისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი Rap Devil გახლავთ, რომელშიც შემსრულებელმა ემინემი გადისა. ჩანაწერის კიდევ ერთი სინგლი Loco ქელიმ 2 აგვისტოს გაავრცელა.

► ნახეთ: რეპერი Machine Gun Kelly ახალ ტრეკში Eminem-ს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებს 

► მოუსმინეთ: Eminem-მა Machine Gun Kelly-ს საპასუხო დის-ტრეკი Killshot გაავრცელა 

► Machine Gun Kelly ემინემის დის-ტრეკს Killshot გამოეხმაურა 

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. თუმცა, მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული