Thumbnail

მოუსმინეთ: Avril Lavigne-მა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სიმღერა Head Above Water გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი მუსიკოსი ავრილ ლავინი ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი სინგლით Head Above Water ბრუნდება. არტისტმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი 2013 წელს გამოუშვა. მომღერალი 2014 წლიდან ლაიმის დაავადებასა და ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა.

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi.

კომენტარები

ბოლოს დამატებული