Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-მა აბაზანაში სიმღერაზე Dinero იცეკვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის შეყვარებულმა, ალექს როდრიგესმა ინსტაგრამზე ლას ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში გადაღებული ვიდეო ატვირთა, რომელშიც მუსიკოსი მაისში გავრცელებულ სიმღერაზე Dinero ცეკვავს.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა შეყვარებულის შვილთან ერთად კატერზე იცეკვა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა იტალიის ერთ-ერთ რესტორანში სიმღერა შეასრულა

► ნახეთ: 49 წლის ჯენიფერ ლოპესმა MTV VMA-ზე 2001 წლის შემდეგ პირველად იმღერა

"ყოველი კონცერტის წინ ასე იქცევა. დამიჯერეთ", - დააწერა პოსტს ალექსმა.

"ჩემი ყველა საიდუმლო არ უნდა გაამხილო", - უპასუხა შეყვარებულს ჯენიფერმა. 

აღსანიშნავია, რომ პოპვარსკვლავი ამჟამად ლას ვეგასის რეზიდენტის ამპლუაში Zappos-ის თეატრში კონცერტებს მართავს.

კომპოზიცია Dinero მუსიკოსმა მიმდინარე წელს რეპერ Cardi B-სთან და DJ Khaled-თან ერთად ჩაწერა. ჯეილომ სიმღერაზე ვიდეორგოლიც გადაიღო. 

49 წლის ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული