Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic-ის ახალი ჰიპ ჰოპ პროექტის, B2B Cypher-ის მესამე ეპიზოდში მაყურებელთა წინაშე ქართველი რეპერები Dasavleli და Sinsora წარდგნენ.

► ნახეთ: B2B Cypher - ყველა ეპიზოდი

კომპოზიციის ინსტრუმენტალი დასავლელს ეკუთვნის. ტრეკი Ghost Records-ის მხარდაჭერითაა ჩაწერილი. პროექტის პროდიუსერი ოთარ ბურკიაშვილია, რეჟისორები კი გიორგი ლიფონავა და გიორგი ტყებუჩავა არიან.

რამაზ გუნავამ, სასცენო სახელით დასავლელი, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იან წლებში დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრეკით "ტაშკენტი" გახდა. მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან კი პოპულარობა კომპოზიციამ "ჩვენთან თბილა" მოიპოვა.

ალექსანდრე ცერცვაძემ, ფსევდონიმით სინსორა, მუსიკალური კარიერა 2002 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "მონტინელები" დაიწყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ, რეპერმა თითქმის ათწლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო. ის მსმენელს 2016 წელს, პროექტის "პატივისცემა" ფარგლებში ჩაწერილი ტრეკით დაუბრუნდა, შემდეგ კი კომპოზიცია "მწვანე ასწორებს" გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული