Thumbnail

მოუსმინეთ: Aphex Twin-მა ახალი ჩანაწერი Collapse გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა არტისტმა და პროდიუსერმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ახალი EP სახელწოდებით Collapse გაავრცელა. ჩანაწერი 5 კომპოზიციას მოიცავს.

► ნახეთ: Aphex Twin-მა ახალი ტრეკი T69 Collapse გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა აგვისტოში თაყვანისცემლებს ახალი ნამუშევრის კომპოზიცია T69 Collapse და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი შესთავაზა. ვიდეომ ჰარდინგის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც ის სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს. სპეციალისტების თქმით, კლიპი ისეთ ვიზუალს შეიცავდა, რომელსაც ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეექმნა შეეძლო.

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული