Thumbnail

ნახეთ: რუსეთში 6ix9ine-ზე თავდამსხმელ მამაკაცს სასტიკად სცემეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ ერნანდესი, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, რუსეთს ეწვია. მოსკოვში კონცერტის დროს სცენაზე ახალგაზრდა მამაკაცი აიჭრა, რეპერს დაეჯახა და წააქცია, შემდეგ კი გაქცევა სცადა. თუმცა, ტეკაშიც დაცვამ და გარემოცვის წევრებმა თავდამსხმელი დაიჭირეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

► რეპერი 6ix9ine 16 წლის მოზარდის დახრჩობის სავარაუდო მცდელობის გამო დააკავეს 

► ქუჩაში ატეხილი სროლის გამო, 50 Cent-ისა და 6ix9ine-ის ვიდეორგოლის გადაღება შეწყდა 

► რეპერი 6ix9ine გაიტაცეს და გაძარცვეს 

აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს ტეკაშის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მუსიკოსი 2015 წელს 13 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირსა და აქტის ამსახველი კადრების გავრცელებაში დაადანაშაულეს. 

ნახეთ: რეპერ YG-ის ახალ კლიპში 6ix9ine-ს პედოფილად მოიხსენიებენ

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული