Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი რადრიკ დევისი, სასცენო სახელით Gucci Mane, მსმენელს ახალი ტრეკით Wake Up In The Sky დაუბრუნდა. კომპოზიციაში მისი ახალგაზრდა კოლეგა Kodak Black და პოპვარსკვლავი Bruno Mars მონაწილეობენ. ჩანაწერის პროდიუსერი ეს უკანასკნელი გახლავთ. ნამუშევარი გუჩის მომავალი ალბომის Evil Genius ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Gucci Mane - Kept Back Feat. Lil Pump 

► ნახეთ: გუჩი მეინმა ტრეკზე Solitaire გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა 

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული