Thumbnail

ფარელ უილიამსი: ჩემი ჰიტები Frontin' და Happy თავიდან სხვა მუსიკოსებისთვის დავწერე

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა ფარელ უილიამსმა Clash Magazine-თან საუბარში გაამხილა, რომ მისი 2003 წლის ჰიტი Frontin' ლეგენდარული Prince-სთვის, 2013 წელს გამოშვებული Happy კი არენბი არტისტისთვის, CeeLo Green-სთვის დაწერა.

► მოუსმინეთ: Pharrell Williams & Camila Cabello - Sangria Wine

"ყველა ჩემი ჰიტი თავიდან სხვა მუსიკოსისთვის იყო შექმნილი. Frontin’ პრინსისთვის დავწერე, Happy კი სილო გრინისთვის. დღესაც მგონია, რომ სილო მას ჩემზე უკეთ იმღერებდა. ან წარმოიდგინეთ, Frontin'-ს რომ პრინსი ასრულებს...", - აღნიშა ფარელმა.

სადებიუტო სინგლი Frontin' პოპვარსკვლავმა რეპერ ჯეი ზისთან ერთად ჩაწერა, Happy კი ანიმაციური ფილმისთვის Despicable Me 2 შექმნა. კომპოზიცია ოსკარზეც იყო ნომინირებული, თუმცა, გამარჯვება ვერ მოიპოვა. ნამუშევარმა მუსიკოსს გრემის ჯილდო და ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოუტანა.

ფარელ უილიამსმა სადებიუტო სოლო ალბომი 2006 წელს გამოსცა. ის პოპულარული მუსიკალური გაერთიანების N.E.R.D. დამაარსებელია. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 10-ჯერ აქვს მოპოვებული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული