Thumbnail

კალიფორნიელი რეპერი ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, ახალ კომპოზიციას Rewind და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში მომღერალი Anthony Russo მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები მუსიკოსები Soundz და Hitmaka არიან.

► მოუსმინეთ: რეპერმა G-Eazy ჰიპ ჰოპ არტისტს Machine Gun Kelly დისზე უპასუხა 

► ნახეთ: რეპერი G-Eazy ტრეკის Drop ვიდეორგოლს ავრცელებს 

► ნახეთ: რეპერი G-Eazy კომპოზიციაზე Power გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს 

ჯერალდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი ჯილამმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული