Thumbnail

Rich The Kid: ჩემი შეყვარებული რიანასა და კიმ კარდაშიანზე სექსუალურია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Rich The Kid და მისი შეყვარებული, თორი ბრექსი ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ჩვენებას დაესწრნენ. რეპერმა ინსტაგრამზე ღონისძიებაზე გადაღებული ერთობლივი ფოტო გაავრცელა, რომელსაც დააწერა:

► ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციაზე Lost It გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

"თორი რიანასა და კიმ კარდაშიანზე სექსუალურია, მაგრამ მე არ ვარ ქანიე".

რეპერის ნათქვამს სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც არტისტმა ტექსტი წაშალა.

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული