Thumbnail

Nicki Minaj-ი Cardi B-ზე: უშველეთ ვინმემ ამ ქალს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Nicki Minaj-მა რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში მასა და Cardi B-ის შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. 7 სექტემბერს ქარდი ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე ნიკის თავს დაესხა და ფეხსაცმელიც ესროლა.

► ნახეთ: Cardi B რეპერ Nicki Minaj-ს თავს დაესხა

► ნახეთ: Nicki Minaj-მა კომპოზიციაზე Barbie Dreams ვიდეორგოლი გადაიღო

"პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ქარდი ბიმ ტყუილი თქვა - არ მისაუბრია მის შვილზე ცუდად. ძალიან საწყენია, როდესაც ამაში მადანაშაულებენ. ნიკი მინაჟი არასდროს იტყვის ბავშვზე რაიმე ცუდს ან საზიანოს. მე მასხარა არ ვარ. ქარდის დახმარება სჭირდება. როგორ შეიძლება, ადამიანი კარიერის პიკში იყოს და ბოთლებს ისროდეს? უშველეთ ვინმემ ამ ქალს", - აღნიშნა მინაჟმა.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული