Thumbnail

ნახეთ: რეპერმა IDK-მ 50 Cent-ის კომპოზიციის Wanksta რემიქსზე ვიდეორგოლი გადაიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი ჯეისონ მაილსი, ფსევდონიმით IDK, მსმენელს ახალი კომპოზიციით Why და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით უბრუნდება. ჩანაწერი ლეგენდარული კოლეგის, 50 Cent-ის ჰიტის Wanksta ალტერნატიული ვერსიაა.

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 3 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 2017 წლის სადებიუტო ალბომს IWasVeryBad აერთიანებს. მუსიკის კრიტიკოსები ჯეისონს ადრეული პერიოდის ქენდრიქ ლამარს ადარებენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული