Thumbnail

Ariana Grande ყოფილი შეყვარებულის, Mac Miller-ის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე ყოფილი შეყვარებულის, 26 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, მაკ მილერის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მომღერალმა ინსტაგრამზე თავისი გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, სურათზე კომენტარის დატოვების ფუნქცია გამორთო.

► 26 წლის რეპერი Mac Miller გარდაცვლილი იპოვეს

არიანა მაკ მილერს 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ნარკოდამოკიდებულების გამო დაშორდა.

"არ ვარ არც ძიძა და არც დედა. მასზე ვზრუნავდი წლების განმავლობაში, რომ განკურნებულიყო. საშინელი პერიოდი გამოვიარე. იმედი მაქვს, გამოჯანმრთელებას შეძლებს", - ამბობდა მუსიკოსი რეპერთან დაშორების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მაკ მილერის თაყვანისმცემლები საკუთარი კერპის გარდაცვალებაში გრანდეს სდებენ ბრალს. "შენ მოკალი, არ უნდა მიგეტოვებინა", "შენი ბრალია" - სწერდნენ მომღერალს სოციალურ ქსელში.

რეპერი და არიანა ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებოდნენ. ისინი მიმდინარე წლის მაისში დაშორდნენ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული