Thumbnail

ნახეთ: Cardi B რეპერ Nicki Minaj-ს თავს დაესხა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე რეპერ Nicki Minaj-ს თავს დაესხა. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, ნიკი ღონისძიებაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ქარდი ბი მას მიუახლოვდა და უთხრა: "ახლა კარგად მომისმინე!". ამის შემდეგ კი ფეხსაცმელი გაიხადა და მინაჟს ესროლა.

► Cardi B: 300,000 დოლარზე ნაკლებად კონცერტს არ გავმართავ

► Nicki Minaj: მინდა, Travis Scott-ს სახეში მუშტი ვუთავაზო

ქარდი შენობიდან ცალი ფეხსაცმლით გაიყვანეს. მას შუბლზე დაზიანება აღენიშნებოდა. 

"ძალიან ბევრი მოგითმინე. გამდისე, ჩემზე ტყუილები თქვი, შანტაჟით ცდილობდი, სცენას ჩამოგეშორებინე. სხვა არტისტებს ეუბნებოდი, რომ, თუ ჩემთან იმუშავებდნენ, მათთან ურთიერთობას გაწყვეტდი. ახლა კი იმაზე დაიწყე ლაპარაკი, როგორ ვზრდი ჩემს შვილს. ამას უპასუხოდ არ დავტოვებ", - დაწერა ქარდიმ ინციდენტის შემდეგ ინსტაგრამზე.

View this post on Instagram

PERIOD.

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

ნიკი მინაჟს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მან ღონისძიების შემდეგ ინსტაგრამზე პოსტი გაავრცელა:

View this post on Instagram

#NYFW

A post shared by Barbie® (@nickiminaj) on

კომენტარები

ბოლოს დამატებული