ჰიპ ჰოპი 1970-იანი წლების დასაწყისში ნიუ იორკში ჩაისახა. თავდაპირველად ეს მუსიკა დიჯეიზე იყო ორიენტირებული და ძირითადად წვეულებებსა და კლუბებში იკვრებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ტენდენცია შეიცვალა, წინა პლანზე ლირიკული ასპექტი გადმოვიდა და თანდათან ჰიპ ჰოპი მსოფლიო მეინსტრიმ კულტურის ნაწილი გახდა.
► ნახე სხვა ქვიზები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჰიპ ჰოპი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ჟანრია. ჩვენი ქვიზი სწორედ ამ მუსიკალური მიმდინარეობის მოყვარულებს დაგაინტერესებთ.
რა მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს ცნობილი კალიფორნიელი რეპერი 2Pac?

2015 წელს ახალბედა მუსიკოსს, Post Malone-ს "საუნდქლაუდზე" გავრცელებულმა სინგლმა საქვეყნო აღიარება ერთ ღამეში მოუტანა. რა ერქვა ამ კომპოზიციას?

ნიუ იორკის რომელ უბანში დაიბადა ჰიპ ჰოპი 1970-იანი წლების დასაწყისში?

ჩამოთვლილთაგან რომელი არტისტი არ იყო კალიფორნიული ჯგუფის N.W.A-ის წევრი?

რომელი დუეტის შემადგენლობაში დაიწყო კარიერა ბრუკლინელმა რეპერმა Talib Kweli?

2006 წელს ცნობილი დეტროიტელი პროდიუსერი J Dilla 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი?

რომელი რეპერის მიერ დაწერილი ტექსტი მოიპარა ჯგუფმა The Sugarhill Gang მათი ეპოქალური ჩანაწერისთვის Rapper's Delight?

რომელი ჰიპ ჰოპ არტისტის დამსახურებით მიაღწია წარმატებას კარიერის საწყის ეტაპზე ჯგუფმა The Black Eyed Peas?

მუსიკალური კარიერის დაწყებამდე, რა საქმიანობით იყო დაკავებული მაიამელი რეპერი Rick Ross?

ჩამოთვლილთაგან ვინ არ შედიოდა პირველი თაობის ბრონქსელი ჰიპ ჰოპ დიჯეების "დიდ სამეულში"?

რომელი ჰიპ ჰოპ არტისტისგან ყიდულობდა სკოლის მოსწავლე კამერონ დიასი მარიხუანას?

Eminem-ის სადებიუტო ალბომის სახელწოდებაა

უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, ჰიპ ჰოპის დიდი მოყვარული არ ხარ. თუ ამ ჟანრის შესახებ მეტის გაგება გსურს, გირჩევ ჩვენი სტატიების კითხვით დაკავდე.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, ჰიპ ჰოპს საკმაოდ კარგად იცნობ. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.
შესანიშნავი შედეგია!
ჰიპ ჰოპში იმდენად კარგად ხარ გათვიცნობიერებული, რომ შეგიძლია თამამად იამაყო საკუთარი თავით.
კომენტარები