Thumbnail

ნახეთ: დემი ლოვატო ლოს ანჯელესში მდებარე სახლს 9,4 მილიონ დოლარად ყიდის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო ლოს ანჯელესში, კერძოდ კი ჰოლივუდ ჰილსში მდებარე სახლს 9,4 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. 515 კვ.მ. ფართობის შენობაში ექვსი აბაზანა, ოთხი საძინებელი, სამზარეულო, სათამაშო ოთახი და კინოთეატრია განთავსებული. 

► დემი ლოვატომ ის ნარკოტიკი მიიღო, რამაც პრინსი, ტომ პეტი და ლილ ფიფი იმსხვერპლა

► დემი ლოვატო: ნარკოდამოკიდებულება უნდა დავძლიო

მომღერალი ამჟამად სარეაბილიტაციო ცენტრში ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობს. ის საავადმყოფოში 24 ივლისს, ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის მიღების შემდეგ მოხვდა.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული