Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid-მა კომპოზიციაზე Leave Me კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ატლანტელმა რეპერმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ტრეკზე Leave Me გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია არტისტმა მიმდინარე წლის ივლისში გამოუშვა. ვიდეორგოლში რეპერი ხანშიშესულ მამაკაცს ასახიერებს, რომელიც ახალგაზრდა ქალზე ქორწინდება.

► მოუსმინეთ: Jay Rock - Rotation 112th Feat. Rich The Kid

► ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციაზე Lost It გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

► ნახეთ: Rich The Kid - Lot On My Mind

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული