Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ემინემ, სწორად მოიქეცი, რომ არ გამდისე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სკანდალური ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ ერნანდესი, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, ლეგენდარული კოლეგის, Eminem-ის ახალ ალბომს Kamikaze გამოეხმაურა. იმის მიუხედავად, რომ დეტროიტელმა რეპერმა სტუდიურ ჩანაწერში არაერთი ცნობილი მუსიკოსი გადისა, სიქსნაინი მას ერთხელაც არ უხსენებია. დანიელი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში კომპოზიციის Lose Yourself ინსტრუმენტალის ფონზე ემინემს პაროდირებს, რომელიც ამავე ტრეკის კლიპში ტექსტებს ფურცელზე წერს.

► მოუსმინეთ: Eminem-მა ახალი ალბომი Kamikaze გამოუშვა 

► ნახეთ: 50 Cent, 6ix9ine, Uncle Murda, Casanova - Get The Strap

"სწორად მოიქეცი, რომ არ გამდისე. მე ლეგენდარული ლირიცისტი ვარ", - რეპავს ტეკაში.

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული