Thumbnail

ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანების ერთობლივი სურათები (ნაწილი II)

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ინტერნეტში, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ცნობილი ადამიანების ერთობლივი ფოტოები, რომლებიც ბუნებრივ შეკითხვას იწვევენ - რატომ, რანაირად, როდის და სად შეხვდა ეს ხალხი ერთმანეთს?

ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანების ერთობლივი სურათები (ნაწილი I)

ჩვენს სტატიაში სწორედ 20 ასეთ სურათს შემოგთავაზებთ. აქცენტს კი, რა თქმა უნდა, პოპულარულ მუსიკოსებზე გავაკეთებთ.

მადონა და The Beastie Boys

ლექსიკონში სიტყვა "ქარიზმის" განმარტებას ეს ფოტო უნდა დაერთოს.

ჯენიფერ ლოპესი და კრიშტიანუ რონალდუ

პოპ ვარსკვლავი მადრიდის "რეალის" გულმხურვალე ქომაგია და სამეფო გუნდის აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელთან, კრიშტიანუ რონალდუსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

ალექს ტერნერი და რობერტ პლანტი

ბრიტანელ როკ ვარსკვლავთა ორი თაობა. 

მაიკლ ჯექსონი და სილვესტერ სტალონე

პოპის მეფეს სილვესტერ სტალონეს ფონზე კუნთებით თავის მოწონება ნამდვილად არ გამოსდის.

ელტონ ჯონი და ჯორჯ ბესტი

ლეგენდარული მუსიკოსი ფეხბურთის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მანჩესტერ იუნაიტედისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ლეგენდასთან გადაღებული ეს ფოტოსურათი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.  

ჟან-ლუკ გოდარი და The Rolling Stones

ლეგენდარულმა ფრანგმა რეჟისორმა 1968 წელს "როლინგების" მონაწილეობით დოკუმენტური ფილმი Sympathy for the Devil გადაიღო. 

ჩაკ ბერი და ლორდი

როკ-ენ-როლის ლეგენდა ჩაკ ბერისთან შეხვედრისას თითოეულ ჩვენგანს, ალბათ,  ისეთივე გამომეტყველება ექნებოდა, როგორც ლორდის ამ ფოტოზე.

პრინსი & პრინცი ჩარლზი

არაფერი პირადული, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ არის ამ ფოტოზე ნამდვილი პრინცი.

ხატია ბუნიათიშვილი და მერილინ მენსონი

უკომენტაროდ.

Iron Maiden და მარგარეტ თეტჩერი

საინტერესოა, რომ "აირონ მეიდენის" სინგლის Sanctuary გარეკანზე ბენდის სიმბოლო ედი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს დანით ჩეხავს.

დიო და ელაია ვუდი

მძიმე მეტალში მოღვაწე მუსიკოსთა დიდი ნაწილისათვის შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ სწორედ "ბეჭდების მბრძანებელი" იქცა.

ნიკ ქეივი და ნინა სიმონე

ნიკ ქეივის თქმით, ჯაზის დედოფალთან შეხვედრა მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ მოვლენად იქცა.

ჯასტინ ბიბერი და ოზი ოსბორნი

პოპ ვარსკვლავი "ბნელეთის პრინცს" სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებისას შეხვდა.

ლინდა და პოლ მაკკარტნები და დევიდ გილმორი

ფოტო 1976 წლის 21 აგვისტოს ნებვორთის ფესტივალზეა გადაღებული, რომლის ჰედლაინერიც The Rolling Stones იყო.

ჯიმი ჰენდრიქსი და ჯენის ჯოპლინი

 "27-იანელთა კლუბის" ორი წევრი 1968 წელს. 

ვეს ანდერსონი და ქანიე ვესთი

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი და ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი.

ჯორჯ ჰარისონი და ბობ მარლი

ლივერპულური ოთხეულის წევრისა და რეგეის სიმბოლოს შეხვედრა ლოს ანჯელესში.

არეტა ფრანკლინი და მარტინ ლუთერ კინგი

სოულის დედოფალმა შთამბეჭდავ მუსიკალურ კარიერასთან ერთად, სამოქალაქო აქტივიზმითაც დაგვამახსოვრა თავი. 

ბონო და ნელსონ მანდელა

როკ ჯგუფ U2-ს ფრონტმენმა ანტიაპარტეიდული მოძრაობის ლიდერი 2002 წელს გაიცნო.

ზაზა ფაჩულია და Dr. Dre

"ნასინგ იზი".
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული