Thumbnail

Isaiah Rashad: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი თითქმის მზადაა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის აიზეა რაშადის თქმით, ლეიბლ Top Dawg Entertainment-ის დამფუძნებელმა, ენტონი თიფითმა მას პოპულარული რეპერის, ქენდრიქ ლამარის ახალი, თითქმის დასრულებული ალბომი მოასმენინა. ამის შესახებ მუსიკოსმა ინსტაგრამზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. 

ქენდრიქის ალბომის გარდა, რაშადმა ლეიბლის წევრი სხვა მუსიკოსების, ჰიპ ჰოპ არტისტების Schoolboy Q-სა და Ab-Soul-ის, ასევე, არენბი შემსრულებლის SZA-ს სტუდიური ნამუშევრებიც დააანონსა. 

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ოფიციალური მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული