Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic-ის ახალი ჰიპ ჰოპ პროექტის, B2B Cypher-ის მეორე ეპიზოდში მაყურებელთა წინაშე ქართველი რეპერები Mush One და Chesteri წარდგნენ.

► ნახეთ: B2B Cypher - ყველა ეპიზოდი

კომპოზიციის ინსტრუმენტალი Chester-ს ეკუთვნის. ტრეკი Ghost Records-ის მხარდაჭერითაა ჩაწერილი. პროექტის პროდიუსერი ოთარ ბურკიაშვილია, რეჟისორები კი გიორგი ლიფონავა და გიორგი ტყებუჩავა არიან.

ლაშა დავითურმა, სასცენო სახელით Chester, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ჰიპ ჰოპ გაერთიანება BAZA-ს წევრი იყო. 2015 წელს კოლექტივმა 6 ტრეკისგან შემდგარი ჩანაწერი "N1" გაავრცელა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "სხვა ეტაპი" და "ჩემი ქალაქი". არტისტის ნამუშევრები ჯაზისა და ფანკის ელემენტების სიმრავლით გამოირჩევა.

თორნიკე ზურაბიანმა, ფსევდონიმით Mush One, მუსიკალური კარიერა 2013 წელს ოფიციალური მიქსტეიპით "პირველი ნაmushევარი" დაიწყო. ჩანაწერის გამორჩეული კომპოზიცია "ბუმ ბეფ სპინი" გახლავთ. არტისტი შემოქმედებითი გაერთიანების DigMassive წევრია. სოლო შემოქმედების პარალელურად, მუშ ვანმა თორნიკე მამისეიშვილთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი TM & Mush One ჩამოაყალიბა. 2017 წელს რეპერებმა ერთობლივი სტუდიური ნამუშევარი "უცვლელი გეზი" გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული