Thumbnail

ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ვეტერანმა რეპერმა ბერნარდ ფრიმენმა, ფსევდონიმით Bun B, გაყიდვაში ახალი სოლო ალბომი Return Of The Trill ჩაუშვა. გთავაზობთ სტუდიურ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას Myself, რომელშიც პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტი Run The Jewels მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ტრეკში ბან ბის ახალგაზრდა კოლეგის, Big K.R.I.T.-ის ვერსიც არის გამოყენებული.

► მოუსმინეთ: რეპერმა Bun B-მ ახალი ალბომი Return of the Trill გაავრცელა 

► ნახეთ: რეპერი Bun B კომპოზიციაზე Recognize გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს 

ბან ბი მსმენელის წინაშე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. მან სახელი ეპოქალურ დუეტში UGK მოღვაწეობით გაითქვა. გაერთიანებამ, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, სადებიუტო ალბომი Too Hard To Swallow 1992 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ კოლეგებმა კიდევ 5 სტუდიურ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული Ridin' Dirty გახლავთ. 2007 წელს ჯგუფის მეორე წევრი Pimp C ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებამ იმსხვერპლა.

ბერნარდის სოლო კარიერა 2005 წელს, ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომით Trill დაიწყო. დღეისთვის მუსიკოსის შემოქმედება 7 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 5 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული