Thumbnail

ნიკ ქეივის ბენდის The Bad Seeds-ის წევრი, ქონვეი სევეჯი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds ყოფილი წევრი, ქონვეი სევეჯი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება კოლექტივის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. მუსიკოსს შარშან თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

CONWAY SAVAGE Our beloved Conway passed away on Sunday evening. A member of Bad Seeds for nearly thirty years, Conway...

Posted by Nick Cave & The Bad Seeds on Monday, September 3, 2018

 

სევეჯი ჯგუფს 1990 წელს შეუერთდა. 26 წლის განმავლობაში ის ბენდის კლავიშისტი და ბექ ვოკალისტი იყო. 1993 წლიდან მან სოლო კარიერაც დაიწყო და 4 სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო.

Nick Cave and the Bad Seeds ქალაქ მელბურნში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი From Her to Eternity ჩაწერა. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა Henry Lee, Red Right Hand, Into My Arms და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული