Thumbnail
ფოტო: Getty Images

ნახეთ: რეპერი 6ix9ine მშობლიურ მექსიკას პირველად ესტუმრა და ბავშვებს ფული დაურიგა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სკანდალური ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ ერნანდესი, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, მშობლიურ მექსიკას პირველად ეწვია. მან პუებლას შტატში მამიდა, ბიძა და სხვა ნათესავები მოინახულა.

► ნახეთ: 50 Cent, 6ix9ine, Uncle Murda, Casanova - Get The Strap 

► ნახეთ: 50 Cent და 6ix9ine ნიუ იორკის ღამის კლუბში ერთობიან 

► 6ix9ine: დღეს ამერიკაში ყველაზე პოპულარული მუსიკოსი ვარ

"რა სიგიჟეა, აქამდე ნათესავები არასდროს მინახავს. მათ მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრებოდი ხოლმე. პატარა რომ ვიყავი, არ მესმოდა, რატომ დატოვა დედაჩემმა სამშობლო. მას ჩვენთვის, შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურდა", - წერს რეპერი ინსტაგრამზე.

22 წლის მუსიკოსი სკოლასაც ესტუმრა, სადაც დედამისი სწავლობდა. მან იქ მყოფი მოსწავლეები ფულით დაასაჩუქრა.

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული